ილია მეორე: ტაძარში იმყოფებიან ოსები, ვლადიკავკაზიდან, ცხინვალიდან, ახალგორიდან... ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ვერაფერი ძალა ვერ შეარყევს ჩვენს ძმობას
19-08-2015, 05:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ვართ ძმები და ვერანაირი ძალა ვერ შეარყევს ჩვენს ძმობას, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამთავროს დედათა მონასტრის ფერისცვალების ტაძარში საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ბრძანა და ტაძარში მყოფ ვლადიკავკაზიდან, ცხინვალიდან, ახალგორიდან ჩამოსულ ოსებს მიმართა.


პატრიარქმა ქადაგების დასაწყისში აღნიშნა, რომ დღევანდელი დღესასწაული გამორჩეულია. დღესასწაულმა დღეს ტაძარში რამდენიმე ერის წარმომადგენელი ერთად შეკრიბა. პატრიარქის თქმით, ეს არის წმინდა ადგილი, სადაც ჩვენი დიდი მეფე მირიანი და დედოფალი ნანა განისვენებენ.


"ეს არის ადგილი, სადაც მუხლი მოუდრეკია ბევრ მეფეებს, დაღვრილა ბევრი სისხლი და ცრემლი. დღევანდელი დღე განსაკუთრებულია. სტუმრად არიან ისრაელიდან, წმინდა მიწიდან არაბი სასულიერო პირები, პეტერბურგიდან – ქართველები და რუსეთის წარმომადგენლები. მე ვფიქრობ, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რომ ტაძარში იმყოფებიან ოსები, ვლადიკავკაზიდან, ცხინვალიდან, ახალგორიდან და სხვა პირები. ჩვენ გულით მოგესალმებით. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ვართ ძმები და ვერაფერი ძალა ვერ შეარყევს ჩვენს ძმობას", - ბრძანა უწმინდესმა.


პატრიარქმა ფერისცვალების დღესასწაულზეც ისაუბრა. უწმინდესის თქმით, გოლგოთა და ჯვარცმა იყო მოახლოებული და მოციქულების რწმენაში განსამტკიცებლად უფალმა სამი მოციქული, პეტრე, იაკობი და იოანე თაბორზე წაიყვანა, სადაც მას მოსე და წმინდა ილია წინასწარმეტყველი გამოეცხადა, ფერი იცვალა, გაბრწყინდა.


"ეს იყო ის ბრწყინვალება, რომლის ატანა შეეძლო მოციქულებს. ეს არ იყო უფლის მთლიანი ნათება. ეს იყო ნაწილი. უფლის მთლიანი ნათება, რომ დაენახათ მოციქულებს, ცოცხალი ვერ დარჩებოდნენ. დღეს ჩვენ უფალი მოგვიწოდებს ფერიცვალებისაკენ. ჩვენ უნდა ვიცვალოთ ფერი. ჩვენ დღეს უნდა ვიყოთ უკეთესი, ვიდრე ვიყავით გუშინ და გუშინწინ. ჩვენ უნდა დავინახოთ ჩვენი ცოდვა, ნაკლი", - განაცხადა უწმინდესმა.


პატრიარქის თქმით, დღევანდელი დღე არის ბუნებისა და ადამიანის ფერისცვალების დღე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი