„მე ახლა უნდა მოვყვე, რას ნიშნავს სახის დაკარგვა“ - ნანუკა ჟორჟოლიანი ნინო შუბლაძის განცხადებას ეხმიანება
22-08-2019, 15:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი „რუსთავი 2“ - ის ყოფილი ჟურნალისტის ნინო შუბლაძის განცხადებას ეხმიანება, სადაც შუბლაძე წერს, რომ  „რუსთავი 2“ - ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობის დაკავებაზე გადაწყვეტილება არ მიუღია.

 

 

„მე ახლა უნდა მოვყვე, რას ნიშნავს სახის დაკარგვა.

 


წლები რომ თანაცხოვრობ ადამიანებთან, მეგობრობ, ახლობლობ, დღესასწაულებს ერთად ატარებთ. გარდა იმისა, რომ მათ პიარს აკეთებ და უცებ, 2012 წელს ფერს ისე იცვლი, რომ იგივე ჟანრში ცხოვრობას იწყებ ახალ ხელისუფლებასთან. ივიწყებ ყველას, ვისთანაც გიმეგობრია, უფრო მეტიც, ტელეფონზე არ პასუხობ შენს მეგობარს, რომელსაც სუს-ი პარავს თანამშრომლებს და არ პასუხობ იმიტომ, რომ ვერ უტეხავ ახალ ხელისუფლებას, რომელსაც ამის გამჟღავნება არ სურს.

 


სახის დაკარგვაა მეგობრის ასეთ განსაცდელში დატოვება და სახის დაკარგვაა მეგობრისთვის კურიერის აბუნტება (დეტალებს არ დავწერ).

 


სახის დაკარგვაა, მეგობარს რომ გიჭერენ და პროცესზე არ მიდიხარ, ხელისუფლებას რომ არ ეწყინოს.

 


სახის დაკარგვაა, 7 წელი ჯერ ნაცების პიარს რომ აკეთებ და შემდეგ ქოცების.

 


სახის დაკარგვაა, როცა ყველა ხელისუფლებისთვის ხიდი ხარ ნიუსში.

 


სახის დაკარგვაა, როცა ამის შემდეგ მიდიხარ იმ სამსახურში, რომელიც შენი ყოფილი თანამშრომლების გაშავებითაა დაკავებული.

 


და გულის დაკარგვაა, როცა შენი მეგობრების სამარცხვინოდ გაყრის შემდეგ სალია მიდის ნიუსრუმში და ამბობს, რომ მზად ხარ, მიხვიდე თუ გუნდი მიგიღებს.

 


ბუმერანგია, რომ გუნდი მიღებაზე უარს ამბობს.

 


p.s. მე ჯერ კიდევ ერთი თვის წინ დავდე სტატუსი, რომ არ დავინდობდი არავის, ვინც ამ გადამწყვეტ ბრძოლაში კრემლის მხარეს დადგებოდა. ვინც ბოლომდე გაარუსებდა არხს, რომელიც პროდასავლურ ღირებულებებზე ძალიან ღირსეულმა ადამიანებმა შექმნეს.

 


მაგრამ ახლა მნიშვნელოვანია, რომ ვინც არ უნდა მივიდეს არხზე, მოუწევს ნანგრევებში მისვლა.

 


ყველამ და ღირსეულებმა ბიძინას ტელევიზიაში მუშაობაზე უარი თქვეს.

 


ჩვენი ფილმი დასრულებულია.

 


გიტოვებთ მოსფილმს”,- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი