ორი დღის წინათ ქობულეთში, ქართველ და დაღესტნელ ახალგაზრდებს შორის ჩხუბი მომხდარა, ქართველები გალახულან.. მაგრამ, ეს არ არის მთავარი, – მთავარი ის არის, რომ ქართველები თანდათან უფრო "ვუცხოვდებით" კავკასიელებისადმი და ეს ძალიან ცუდია ყველასთვის, რადგანაც, რომელ გეოპოლიტიკურ გარემოშიც არ უნდა ვიმყოფებოდეთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კავკასია ჩვენი საერთო სამშობლოა!.. დღეს, ქართველი ახალგაზრდების დიდ უმრავლესობას წარმოდგენაც არა აქვს "კავკასიელობაზე", ისინი "ევროპელობას აწვებიან" და კავკასიელობა "ჩამორჩენილობად" მიაჩნიათ!... არადა, წარსულში (სულ ახლახანს..), კავკასიელებისვე აღიარებით, კავკასიაში ლიდერი სახელმწიფო და წინამძღოლი ერი ქართველები იყვნენ. ამიტომ, ქართველობამ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ კუთვნილი მოწინავე ადგილი დავიბრუნოთ კავკასიაში, თორემ "ერთი ცემა" რა მოსატანია, მაჩანჩალა და ფარჩაკ ხალხად გადავიქცევით... – „მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ კავკასიელი“ – სწორედ ეს ბუნებრივი და არა ხელოვნური პოსტულატი სჭირდება საქართველოს, ქართველობას და მთელ კავკასიასაც. კავკასიელებმა, ქართველებმა უნდა დავანგრიოთ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მტრის მიერ შეთხზული სტერეოტიპი, თითქოს ვინმეს ზედამხედველობის გარეშე კავკასიელებს არ შეგვიძლია ჰარმონიული ურთიერთობების დამყარება კავკასიაში, რომელიც დაეფუძნება ურთიერთძმობას, ურთიერთპატივისცემას, ურთიერთდახმარებას, რაც ყველანაირ დაპირისპირებას მოუღებს ბოლოს ქართველებსა და კავკასიელებს შორის და გახდება დასაწყისი დიდი კავკასიური კონსოლიდაციისა!..
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.