საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი შარვაშიძემ ლაიდენის უნივერსიტეტის ჰააგის კამპუსის სტუდენტების ორ ჯგუფს საქართველოს საელჩოში უმასპინძლა. შეხვედრა უნივერსიტეტის საორიენტაციო პროგრამის ფარგლებში გაიმართა. ერთი კვირის განმავლობაში საერთაშორისო ურთიერთობების, უსაფრთხოების სწავლებისა და დიპლომატიის ფაკულტეტის სტუდენტებს საშუალება აქვთ, ეწვიონ სხვადასხვა საელჩოს და გაეცნონ მუშაობის სპეციფიკას.
საქართველოს საელჩოში ვიზიტის დროს სხვადასხვა ქვეყნის 30 სტუდენტს საშუალება ჰქონდა, გაცნობოდა საქართველოს ისტორიას, კულტურას, ტრადიციებს, ტურისტულ პოტენციალს და მიმდინარე მნიშვნელოვან რეფორმებს.
შეხვედრაზე გიორგი შარვაშიძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით მიღწეულ პროგრესზე.
საქართველოს ელჩმა ვრცლად ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაზე, როგორიცაა თავისუფალი გადაადგილების, ცხოვრებისა და საკუთრების უფლებების დარღვევები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.