დიდ დიღომში, მე-3 მიკრორაიონის N5 და N6 კორპუსებთან მდებარე სკვერი რეაბილიტირდა.
სამუშაოების ფარგლებში, 1500 კვ.მ ფართობზე სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა განთავსდა. ბავშვებისთვის მოეწყო სამი გასართობი სივრცე, სადაც სხვადასხვა სახის ატრაქციონები დამონტაჟდა, ასევე, დამონტაჟდა LED განათება, საჩრდილობელი და საპარკე სკამები.
განახლებული სკვერი, საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ დაათვალიერა. მისი თქმით, როგორც სხვა რაიონებში, ისე საბურთალოზეც ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება მწვანე სივრცეების განახლება და მოწყობაა.
„ეს არის ადგილი, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი იკრიბება. იყო მოთხოვნა სკვერის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან კმაყოფილია, რომ ეს პროექტი განხორციელდა. აქ მცხოვრები ადამიანები უკვე შეძლებენ სასიამოვნო გარემოში დასვენებას“, - განაცხადა საბურთალოს გამგებელმა.
საბურთალოს რაიონის გამგეობის დაკვეთით, სამუშაოები კომპანია „ტაომ“ აწარმოა. პროექტის ღირებულება 155 117 ლარს შეადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.