ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციას "რევოლუციურ" სიურპრიზს უმზადებს
12-02-2014, 10:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ თვითმმართველობის არჩევნებში დავით ნარმანია ღირსეულად გაიმარჯვებს.

 


როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემაში "პოლიტიკის დრო" საუბრისას განაცხადა, დავით ნარმანიას დღეს რეალური კონკურენტი არ ჰყავს. მისივე შეფასებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის მინისტრი არის უწესიერესი, მშრომელი, პატიოსანი, პროფესიონალი, მაღალკვალიფიციური ადამიანი.

 


"მე მიმაჩნია და შინაგანად მჯერა, რომ მას არავითარი პრობლემა არ ექნება არც 40 %-იანი ბარიერის შემთხვევაში, არც 50% და არც 60 %-იანი ბარიერის შემთხვევაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ დათო ნარმანია ღირსეულად გაიმარჯვებს და გახდება ღირსეული თბილისის მერი. რაც მთავარია ის იზრუნებს არა საკუთარ პიარზე, არამედ იზრუნებს რეალურად ქალაქ თბილისის მოსახლეობაზე. ის აღარ მოპარავს ქალაქ თბილისის მოსახლეობას 50 მილიონს", - აღნიშნა პრემიერმა.

 


მანვე თვითმმართველობის რეფორმაზე ისაუბრა და ამ კუთხით განხორციელებულ ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება. მათ შორის, პროპორციული სიით გასული საკრებულოს წევრთა რაოდენობის 10-დან 15-მდე გაზრდაზე ისაუბრა, რითაც მისი თქმით, სხვა პარტიებს, პირველ რიგში კი არასაპარლამენტო ოპოზიციას ბარიერის გადალახვისა და საკრებულოში საკუთარი წარმომადგენლების შეყვანის რეალური საშუალება მიეცათ.

 


"რომელი ხელისუფლება გააკეთებდა ამას საქართველოში, რომელი იზრუნებდა ოპოზიციაზე. ჩვენ გვაქვს კიდევ რამდენიმე სიურპრიზი ოპოზიციისთვის. მე არ მინდა, გავუსწრო მოვლენებს. მსჯელობა მიდის დაფინანსებაზე. საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში ბარიერგადალახული პარტიები იღებენ დაფინანსებას. ამჟამად მიმდინარეობს კონსულტაციები გუნდში, რომ აღნიშნული აქაც დავუშვათ და გარკვეულ ბარიერგადალახულ პარტიებს მიეცეთ ერთჯერადი, საკმაოდ სოლიდური დაფინანსება. შემდეგ უკვე ყოველწლიური დაფინანსება. ეს არის რევოლუციური", - აღნიშნა პრემიერმა.

 

 

 

 

 

 

http://www.interpressnews.ge/ge/politika/269670-irakli-gharibashvili-opozicias-siurprizs-umzadebs.html 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი