საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზაზა კანდელაკმა შეხვედრა გამართა იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარესთან ატეფ ალ-ტარავნესთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და იორდანიის პარლამენტებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების გზები. იორდანიის მხარემ გამოხატა დაინტერესება გააგრძელოს ურთიერთობები საქართველოს პარლამენტის ახალ ხელმძღვანელობასთან.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეკონომიკის, კულტურისა და განათლების სფეროებში ურთიერთობების საკითხებს. მხარეებმა ასევე მიმოიხილეს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული ვითარება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.