საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ამაზონის ტყეებში გაჩენილი ხანძარი „საერთაშორისო კრიზისია“ და ამ საკითხს დიდი შვიდეულის სამიტზე დღის წესრიგში დააყენებს.
„ჩვენი სახლი იწვის, პირდაპირი მნიშვნელობით. ამაზონის ტროპიკული ტყე, ფილტვები, რომელიც დედამიწის ჟანგბადის 20 პროცენტს გამოიმუშავებს, ცეცხლშია გახვეული. ეს საერთაშორისო კრიზისია. დიდი შვიდეულის სამიტის წევრებო, მოდით, ორ დღეში სწორედ ეს საგანგებო ვითარება განვიხილოთ პირველ რიგში“, - წერს მაკრონი სოციალურ ქსელში.
მაკრონის განცხადებას ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ გამოეხმაურა და მას საკითხის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში ბრალი დასდო.
მსოფლიოში ყველაზე დიდი ტროპიკული ტყე ნახშირბადის სასიცოცხლო მარაგს მოიცავს, რომელიც გლობალური დათბობის ტემპს ანელებს.
ბრაზილიის კოსმოსური კვლევის ეროვნული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ წელს ტროპიკულ ტყეში ხანძრების რიცხვი გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 85 პროცენტით გაიზარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.