„როგორ არ უნდა გამიხარდეს მისი ქონების დაყადაღება?.. ახია, მამუკა ხაზარაძევ, ხომ ხედავ არ შეგრჩა ხალხის ნაძარცვი ქონება“... ახლა გაახსენდა ხალხის ღირსება დამპალ მევახშეს“... - ხაზარაძის საბანკო ანგარიშების დაყადაღებას მოქალაქეები ეხმაურებიან
23-08-2019, 11:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მამუკა ხაზარაძის საბანკო ანგარიშების დაყადაღებას სოციალურ ქსელის მომხმარებელთა ერთი ნაწილი აფასებს.

 


„ამ კაცმა ისე გამამწარა, უფრო სწორედ მაგისმა ბანკმა - ჯარიმები, პროცენტების ჩათვლით, რაც ჩამერიცხა ბანკში ყველაფერი წაიღეს, (პურის ფულიც არ გამატანეს სახლში) არც გრაფიკი შემიდგინეს, არც გადაფარვა თუ რა ოხრობობაა, არაფერზე რომ არ დამთანხმდნენ, სულ რაღაც 500 ლარის გამო, სამჯერ იმაზე მეტი გადამახდევინეს... როგორ არ უნდა გამიხარდეს მისი ქონების დაყადაღება?..ახია, მამუკა ხაზარაძევ, ხომ ხედავ არ შეგრჩა ხალხის ნაძარცვი ქონება“, წერს ეთერ ბალაძე.

 


„ღირსია ნამდვილად! ყაჩაღი! ევროპას და ამერიკას რომ გაიძახიან: როცა პროცენტის გადახდა უჭირს ადამიანს, ბანკის თანამშრომელი კლიენტთან ერთად ადგენს ისეთ გრაფიკს, რომ ყოველთვიური მაღალი გადასახადი კი არ ჰქონდეს, თვეებს ამატებენ და გადანაწილება მიდის თანხის ისე, რომ ბანკიც არ ზარალდება და კლიენტიც. იმ თანხას რაც უნდა გადაიხადოს, იხდის, ოღონდ დროს უმატებენ და არა ჯარიმებს!!!“ - აცხადებს ქეთი ვადაჭკორია.

 


„ახლა გაახსენდა ხალხის ღირსება დამპალ მევახშეს, იმ ხალხის, რომელიც გაძარცვა, სახლ-კარი წაართვა და ქუჩაში დატოვა. კიდევ გვიან მოგეკითხა“, წერს ნინო მიქაბაძე.

 

 

„დღეს პროკურატურის მოთხოვნით და სასამართლოს განჩინებით მოხდა ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიშის დაყადაღება.

 


ეს ქმედება ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ მოხდეს ჩვენს მიერ დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობის და ყველა მიმდინარე დასაფინანსებელი საქველმოქმედო და ბიზნეს პროექტის, მათ შორის ანაკლიის საბოლოოდ გაჩერება“.

 


ვერ შეგვაშინებთ!!

 


ბრძოლას ვაგრძელებთ!!“ - დაწერა 20 აგვისტოს მამუკა ხაზარაძემ „ფეისბუქზე“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი