ირაკლი ღარიბაშვილი: წელს ბათუმში 20 სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს
19-08-2015, 05:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წელს ბათუმში 20 სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის საერთო ღირებულება 700 მილიონ დოლარს შეადგენს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში, სასტუმრო "კოლიზეუმის" გახსნის შემდეგ განაცხადა.


როგორც პრემიერ-მინისტრმა განმარტა, მზარდი მოთხოვნა სასტუმროებსა და ტურისტულ ობიექტებზე კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ ტურისტების რაოდენობა სულ უფრო და უფრო მატულობს.


პრემიერ-მინისტრის თქმით, როგორც გასულ წელს, ასევე მიმდინარე სეზონზე ტურისტებს უპრეცედენტო რაოდენობა ფიქსირდება. პრემიერის თქმით, ტურიზმს ქვეყანაში უფრო მეტი ხელშეწყობა და წახალისება სჭირდება.


"ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ მოთხოვნა არის მზარდი. ტურისტების რაოდენობა სულ უფრო და უფრო მატულობს საქართველოში, აჭარაში. მოგეხსენებათ, რომ უპრეცედენტო რაოდენობის ტურისტები დაფიქსირდა გასულ წელს და ფიქსირდება მიმდინარე წელსაც. ტურიზმის ზრდა არის საგრძნობი ქვეყანაში. ასე, რომ ამ მიმართულებას სჭირდება წახალისება და მეტი ხელშეწყობა", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი