შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელები სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებს შეხვდნენ
23-08-2019, 11:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელები კოორდინაციის გაძლიერების მიზნით ცალკეული სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

დეპარტამენტის დირექტორმა, ნინო ცაციაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის ამაღლების მიზნით განხორციელებული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

შეხვედრაზე აღინიშნა სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაციისა და მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა და აუცილებლობა, განსაკუთრებით ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობისა არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე.

შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობასთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე საგამოძიებო რეფორმის წარმატებით განხორციელებისა და გამოძიების ხარისხის ამაღლების მიზნით, მნიშვნელოვანია, სისტემის შიგნით, გამოძიების ხარისხის კონტროლის ეფექტიანი მექანიზმის არსებობა, რომელიც გამოძიების ხარვეზების იდენტიფიცირებასა და მათ დროულად აღმოფხვრას უზრუნველყოფს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მიმდინარე წლიდან ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მანდატი გაფართოვდა.

დეპარტამენტი უკვე დაკომპლექტდა ღია კონკურსის წესით შერჩეული საგამოძიებო, საპროკურორო და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილების მქონე კადრებით და სრულად შეუდგა მუშაობას.

ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობასთან, დისკრიმინაციული ნიშნით სიძულვილის მოტივით, არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილ დანაშაულებსა და ტრეფიკინგთან ერთად, დეპარტამენტი განახორციელებს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა, ასევე, სისხლის სამართლის პოლიტიკის პრიორიტეტების გათვალისწინებით, სხვა დანაშაულთა გამოძიების ხარისხის მონიტორინგს მთელი საქართველოს მასშტაბით, რითაც უზრუნველყოფს საგამოძიებო რეფორმის წარმატებით იმპლემენტაციისთვის სისტემის მომზადებას.

სისხლის სამართლის საქმეებზე ეფექტიანი მონიტორინგის განხორციელების მიზნით, დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის მომზადდა მონიტორინგის განხორციელების ინსტრუქცია და მეთოდოლოგია.

გამოძიების ხარისხის მონიტორინგთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტულია განსაკუთრებით სენსიტიურ დანაშაულებზე მსხვერპლის ინტერესებზე მორგებული გამოძიების წარმოება. მსხვერპლთა ინტერესების სრულყოფილად დასაცავად, სამინისტროში შეიქმნა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური.
კოორდინატორები პრიორიტეტულად იმუშავებენ არასრულწლოვნებთან, ოჯახში ძალადობის მსხვერპლებთან და სხვა მოწყვლად ჯგუფებთან. სამსახურის ძირითად მიზანს გამოძიების მიმდინარეობისას დაზარალებულთა ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, დანაშაულის შედეგად გამოწვეულ პირველად სტრესთან გამკლავება და მათთვის სამართალწარმოების პროცესში მონაწილეობის გამარტივება წარმოადგენს. კოორდინატორთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას დეპარტამენტი განახორციელებს.

დეპარტამენტი კვლავ აქტიურად გააგრძელებს თანამშრომლობას შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის, ისე გამოძიების ხარისხის ამაღლების მიმართულებით.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი