შაორის „მომავლის ბანაკში“ თავდაცვის დღე გაიმართა
23-08-2019, 13:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შაორის „მომავლის ბანაკში“ თავდაცვის დღე გაიმართა. საქართველოს  თავდაცვის ძალების III ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა  სტუდენტებს თავდაცვის ძალების, სამხედრო განათლებისა და საერთაშორისო მისიებში სამხედრო კონტინგენტის მონაწილეობის მნიშვნელობაზე პრეზენტაცია წარუდგინეს.

 

 

ლექციების შემდეგ სამხედრო ინსტრუქტორებმა სტუდენტებს ექსტრემალურ სიტუაციაში თვითგადარჩენის უნარები გააცნეს და  დაბრკოლებათა ზოლის გადალახვის ხერხები ასწავლეს. მოზარდები ერთმანეთს ტვირთის გადაზიდვაში, ხელყუმბარების ტყორცნაში, დაშავებულების ევაკუაციაში, მოკლე გარბენსა და ხოხვაში შეეჯიბრნენ.

 

 

დღის მეორე ნახევარში საქართველოს თავდაცვის ძალებში არსებული ქართული და დასავლური წარმოების თანამედროვე შეიარაღების, ტექნიკის და ეკიპირების გამოფენაც მოეწყო.

 

 

„მომავლის ბანაკს“ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტს უწყებათშორის კოორდინაციას ეროვნული გვარდია უწევს.

 

 

მასშტაბური სტუდენტური ბანაკი უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს ჩაერთონ სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო, შემეცნებით, სპორტულ და მოხალისეობრივ აქტივობებში. 

 

 

პროგრამის  მიზანი  რეკრეაციულ, საგანმანათლებლო, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებში ახალგაზრდების ჩართვა, მოხალისეობის შესახებ ცნობიერების გაზრდა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობაა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი