მასწავლებლობის მსურველთათვის მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა ამოქმედდა
23-08-2019, 14:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უსტატუსო მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთათვის ამოქმედდა პროგრამა, რომლის ძირითად უპირატესობას, სკოლაში დასაქმებების პარალელურად, მასწავლებლობის უფლების მოპოვება წარმოადგენს. პროგრამა ასევე უზრუნველყოფს მაძიებლის პროფესიული ცოდნის განვითარებას, მასწავლებლის უნარ-ჩვევებით აღჭურვას და სასკოლო გარემოსთან ადაპტირების ხელშეწყობას. პროგრამა ხორციელდება დისტანციურად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის პარალელურად, - ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

 

 

მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამაში ჩართულები თავად გეგმავენ პროგრამაში საკუთარი მუშაობის გრაფიკს 2 წლამდე პერიოდით.

 

 

პროგრამის ბენეფიციარები არიან პირები, რომელებიც 2018−2019 სასწავლო წლის დასაწყისისთვის ასწავლიდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, არ არიან ჩართული მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში და არ აქვთ მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული არცერთი სტატუსი.

 

 

პროგრამის წარმატებით დაძლევის შემდეგ, უსტატუსო პედაგოგებს შესაძლებლობა ეძლევათ სტატუსი განსაზღვრულ ვადაში მოიპოვონ. ისინი ავტომატურად ჩაერთვებიან პროგრამაში იმ შემთხვევაში თუ, არ გადიან მასწავლებლის მომზადების ერთწლიან პროგრამას.

 

 

ბაკალავრი/მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირები, რომელთაც დიპლომით უდასტურდებათ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი კვალიფიკაცია და სურთ მასწავლებლობა.

 


მასწავლებლობის მსურველმა (თუ აკმაყოფილებს მოთხოვნას) რეგისტრაცია უნდა გაიროს საიტზე www.pedagogi.ge / www.teacherjobs.ge და მონიშნოს სასურველი სკოლა/სკოლები, სადაც სურს მუშაობის დაწყება. გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში, სკოლა უფორმებს ხელშეკრულებას და იწყებს სწავლებას. მისი საქმიანობა ანაზღაურებადია.

 

 

მუშაობის პარალელურად, მაძიებელი გადის აკადემიურ კურსს. აკადემიური კურსი მიმდინარეობს დისტანციურად და კურსის მიმდინარეობისას მაძიებელი მასწავლებელი მიღებულ დავალებებს ახორციელებს პრაქტიკაში.

 

 

პრაქტიკული კურსი მიმდინარეობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც გამოუყოფს მხარდამჭერ (ტუტორ) გამოცდილ პედაგოგს, რომლის ვალდებულებაც იქნება დაეხმაროს მაძიებელს სკოლასთან ადაპტაციაში და პრაქტიკული დავალებების შესრულებაში.

 

 

არსებობს მასწავლებლის მაძიებლობის პროგრამის გრძელი და მოკლე/ინტენსიური კურსი. მაძიებელ მასწავლებელს, შეუძლია აირჩიოს ერთ-ერთი მათგანი. გრძელი კურსი გულისხმობს, მაქსიმუმ, ორ წელს, მოკლე/ინტენსიური კურსი - 4 თვიან პერიოდს.

 

კომენტარები: 1
#1   Madie
      
Great blog right here! Also your website a lot up very fast!
What host are you using? Can I am getting your associate hyperlink on your host?
I want my web site loaded up as quickly as yours lol

My web site; Frederick
8 ნოემბერი 2021 22:47
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი