თბილისის მერი კახა კალაძე საქმიანი ვიზიტით ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ფესტივალის „თბილისობა 2019“ გახსნის ცერემონიაში.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა მინსკელ კოლეგასთან, ანატოლი სივაკთან. კახა კალაძე ასევე დაესწრება „ქართული სახლის“ გახსნის ღონისძიებას, რომელიც ბელარუსის მთავრობის მხარდაჭერით, ქალაქ მინსკში “საპარტნიორო ფონდმა” დააფუძნა.
თბილისის მთავრობის დელეგაცია დაათვალიერებს ავტობუსების მწარმოებელი წამყვანი კომპანიის - “ბელკომუნმაში” ქარხანას და გაეცნობა კომპანია “მაზის” წარმოებას.
თბილისის მერთან ერთად, დელეგაციაში იმყოფებიან მერის მოადგილე ილია ელოშვილი და „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი ლევან ჯღარკავა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.