ბათუმში 100 მილიონი დოლარის ღირებულების მშენებარე სასტუმრო კომპლექსში 2000-მდე ადამიანი დასაქმდება
19-08-2015, 07:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, დღეს, ბათუმში, 100 მილიონი დოლარის ღირებულების მშენებარე სასტუმრო კომპლექსი დაათვალიერა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სასტუმრო კომპლექსში 2 000-მდე ადამიანი დასაქმდება.


პროექტი, რომელსაც კომპანია "მეტრო ატლას ჯორჯია" ახორციელებს, მომავალ წელს დასრულდება. ინვესტორმა გალიპ ოზთურქმა სასტუმრო კომპლექსის გახსნაზე პრემიერი 2016 წლის 1-ელ ივნისს მიიწვია. გალიპ ოზთურქი უახლოესი სამი წლის განმავლობაში საქართველოში ნახევარი მილიარდი დოლარის ინვესტირებას და 3 ათასზე მეტი ადამიანის დასაქმებას გეგმავს.


ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ მსგავსი წარმატებული ინვესტიციები ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და აჭარის რეგიონს უცხოელი ვიზიტორებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის.


"ბატონმა გალიპმა საქართველოში დაიწყო ძალიან დიდი პროექტის განხორციელება, რომელიც 100 მილიონი დოლარი ჯდება. მან უკვე დაასაქმა 800 ადამიანი. ეს მშენებლობა დაიწყო თებერვალში, შავი სამუშაოები პრაქტიკულად დასრულებულია და კომპლექსი მომავალ წელს გაიხსნება", - აღნიშნა პრემიერმა. მთავრობის მეთაურმა ინვესტორს ასევე მადლობა გადაუხადა "სოლიდარობის ფონდში" გადარიცხული ნახევარი მილიონი ლარისთვის. 12-სართულიანი სასტუმრო "მეტრო სითი" მინიმუმ 203 ნომრიანი იქნება. კომპლექსის ტერიტორიაზე 3 შენობაში სულ 594 აპარტამენტი განთავსდება. ამ ეტაპზე უკვე აშენებულია სასტუმროს 6 სართული და აპარტამენტების 9 სართული. კომპანია აღნიშნული პროექტით რეგიონში 100 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

 


სასტუმრო "მეტრო სითიში" 1500 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი, სავაჭრო ცენტრი,VIP რეზიდენცია და სხვა ობიექტები განთავსდება. სასტუმროს მშენებლობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე დასრულდება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი