შალვა ნათელაშვილი: „კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ იძულებით ემიგრაციაში სამშობლოდან საუკეთესო ქართველობაა გაძევებული“
25-08-2019, 19:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ მის მოწოდებას საფრანგეთის ქალაქ ბიარიცში დიდი შვიდეულის სამიტთან დაკავშირებით ანტისაოკუპაციო აქციის მოწყობის თაობაზე, გამოეხმაურა უამრავი მამულიშვილი ევროპიდან და ისინი მზად იყვნენ თავისი ხარჯებით გადაელახათ ასობით, ათასობით კილომეტრი, რათა მსოფლიოს კიდევ ერთხელ ენახა, რომ ქართველი ხალხი არ შეურიგდება საქართველოში კრემლის დიდმპყრობელურ, ანექსიურ, შემოღობვით პოლიტიკას.

 

 

„კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ იძულებით ემიგრაციაში სამშობლოდან საუკეთესო ქართველობაა გაძევებული. ჩვენს ამასწინანდელ მოწოდებას საფრანგეთის ქალაქ ბიარიცში დიდი შვიდეულის სამიტთან დაკავშირებით მოგვეწყო ანტისაოკუპაციო აქცია, გამოეხმაურა უამრავი მამულიშვილი, როგორც საფრანგეთიდან ასევე ესპანეთიდან და საერთოდ ევროპიდან. ისინი მზად იყვნენ თავისი ხარჯებით გადაელახათ ასობით, ათასობით კილომეტრი, რათა მსოფლიოს კიდევ ერთხელ ენახა, რომ ჩვენი ხალხი არ შეურიგდება საქართველოში დიდმპყრობელურ, ანექსიურ, შემოღობვით პოლიტიკას კრემლისას. იმის გამო, რომ არა მარტო ამ ქალაქში, არამედ ახლომდებარე პუნქტებშიც კი აიკრძალა აქციების ჩატარება და იყო საშიშროება დაეკავებინათ ან გამოედეპორტებინათ ჩვენი ისედაც გამწარებული თვისტომნი, ეს ღონისძიება გადაიდო უფრო უსაფრთხო გარემოში ჩატარებამდე. ახალი თარიღი და ადგილი დამატებით იქნება გამოცხადებული.მე უდიდეს მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გამოთქვა მზადყოფნა მიეღო მონაწილეობა დაგეგმილ მანიფესტაციაში. მე კიდევ ერთხელ გამიმყარდა რწმენა, რომ ასეთი ღირსეული შვილები აუცილებლად აღადგენენ დიდ საქართველოს“, აცხადებს შალვა ნათელაშილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი