ოკუპირებულ აფზახეთის რეგიონში გუშინ გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ე.წ. მოქმედი პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ლიდერობს. მან ხმების 26,6% დააგროვა.
რაულ ხაჯიმბასთან ერთად 9 კანდიდატი იბრძვის. ხმის მიცემა 150 საარჩევნო უბანზე იყო შესაძლებელი. დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, „არჩევნებს“ 79 ჟურნალისტი და 60 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი აკვირდება.
აღნიშნული მონაცემების თანახმად, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება, სადაც ერთმანეთს ხაჯიმბა და არშბა დაუპირისპირდებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.