ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 66,5% შეადგინა.
ამასთან, „ცესკოს“ თავმჯდომარე თამაზ გოგიას განცხადებით „არჩევნების“ პირველ ტურში აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ხმათა 23,85% დააგროვა, მისმა მთავარმა კონკურენტმა, ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ ლიდერმა ალხან კვიცინიამ კი 21,97%. ხაჯიმბას ხმა 20 544 ამომრჩეველმა, კვიცინიას კი ხმა 18 929 მისცა.
8 სექტემბერს არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.