ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში პირველი ეთნოგრაფიული მუზეუმი გაიხსნა
26-08-2019, 17:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

24 აგვისტოს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხაში ალბერტ ისოიანის სახელობის ეთნოგრაფიული ციხე - მუზეუმი გაიხსნა. ეს პირველი ეთნოგრაფიული მუზეუმია მუნიციპალიტეტში.

 


მუზეუმის დაარსების იდეის ავტორი და განმახორციელებელი - ფუძემდებელი სოფელ სათხაში მცხოვრები, 10 წიგნის ავტორი, ეთნოგრაფი, მწერალი, პოეტი ალბერტ ისოიანი და მისი შვილები ართურ და არაზ ისოიანები არიან.

 

 

ციხე - მუზეუმი ისტორიულ-ეთნოგრაფიული, სამეურნეო ნაგებობებითა და ნივთებითაა წარმოდგენილი. მუზეუმში დაცულია სოფელი სათხის ეთნოგრაფიულ-მატერიალური კულტურის ამსახველი ექსპონატები: საბრძოლო და შრომის იარაღები, ქსოვილების ნიმუშები და კერამიკული მასალა, უძველესი წიგნების კრებული, ქველმოქმედი პირების, სათხის ცნობილი მემკვიდრეთა ფოტოსურათები. მუზეუმი წარმოადგენს საბუნებისმეტყველო, მატერიალური და სულიერი კულტურული მემკვიდრეობის ისტორიათა საცავს და ასახავს მის მრავალფეროვან ისტორიის მდიდარ კოლექციას.

 


მუზეუმის გახსნაზე სოფელ სათხაში იმყოფებოდნენ საქართვლოში სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ეპარქიის წინამძღვარი კირაკოს დავთიანი,ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მთავარ ეპისკოპოსი მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი, სამცხე-ჯავახეთისა და წალკის ვიკარიატი მაღაქია ვარდაპეტ ამირიანი, სოფლებისა და ქ. ნინოწმინდის სულიერი პირები.

 

 

საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის წევრი, ნინოწმინდა - ახალქალაქის ოლქიდან მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი, ასევე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანი მოსოიანი, საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, საკრებულოს დეპუტატები, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები მომღერლები,ექიმები,სტუმრები რუსეთიდან,სომხეთიდან და საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან.

 


საზეიმო გახსნაზე ასევე სიტყვით გამოვიდა მწერალი - პოეტი ალბერტ ისოიანი და ორგანიზატორებს ღონისძიების ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

მუზეუმის გახსნის ღონისძიება საზეიმო სადილით დამთავრდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი