საქართველოს ეროვნული ბანკი მოსახლეობას ინტერნეტ-თაღლითობასთან დაკავშირებით აფრთხილებს.
"მოსახლეობის ინტერნეტ-თაღლითებისგან თავდაცვის მიზნით, ეროვნული ბანკი განაგრძობს საზოგადოების ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების კამპანიას. ამჯერად, ეროვნული ბანკი, საბანკო ასოციაციის ჩართულობით, მომხმარებელს ინტერნეტ-თაღლითობის (ფიშინგის) თემაზე საგანმანათლებლო ვიდეორგოლს სთავაზობს.
ვიდეორგოლში მარტივი ენითაა ახსნილი ინტერნეტ-თაღლითების მიერ მომხმარებელთა თანხების მითვისების ფართოდ გავრცელებული სქემები, ასევე, რჩევები, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან აღნიშნული საფრთხეები.
ამ ვიდეორგოლით, საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ შეახსენებს მოსახლეობას, გამოიჩინონ მეტი ყურადღება და სიფრთხილე ფინანსური და პირადი მონაცემების ინტერნეტ-სივრცეში გამოყენებისას" , - წერია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.