ცაგერში, მსოფლიო მართლმადიდებელი სამყაროს უდიდესი წმინდანის, მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღე - „მაქსიმობა“ აღინიშნა
27-08-2019, 09:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

26 აგვისტოს, ქ.ცაგერში, მსოფლიო მართლმადიდებელი სამყაროს უდიდესი წმინდანის, მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღე „მაქსიმობა“ აღინიშნა.

 

 

 

 


საზეიმო წირვა-ლოცვა ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ აღავლინა, წირვის დასრულების შემდეგ კი, მოეწყო ლიტანიობა წმ.მაქსიმეს სახელობის ტაძრამდე სადაც წმინდანის სავედრებელი პარაკლისი გადაიხადეს.

 

 

 


სადღესასწაულო ღონისძიებებს მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე ცაგერის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ უგრეხელიძესთან და ადგილობრივი თვითმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

 

 

 

 

წმინდა მაქსიმე აღმსარებელი 580 წელს კონსტანტინეპოლში კეთილშობილ ქრიატიანთა ოჯახში დაიბადა. მან მრავალმხრივი განათლება ფილოსოფიის, გრამატიკის, რიტორიკისა და ღვთისმეტყველების მიმართულებით მიიღო. წმინდა მამა თავისი განსწავლულობის წყალობით იმპერატორ ჰერაკლეს (611-614)პირველი მდივანი გახდა, მაგრამ მას სამეფო კარის ცხოვრება ძალიან ამძიმებდა, ამიტომ მალევე დატოვა თანამდებობა და ქრისოპოლიის სავანეში ბერად აღიკვეცა, სადაც მალე მონასტრის წინამძღვარი გახდა.

 

 

633 წელს წმინდა მამა იერუსალიმელი პატრიარქის, სოფრონის თხოვნით ალექსანდრიაში გაემგზავრა. მას თავისი ჭეშმარიტი რწმენისა და პირდაპირობის გამო უამრავი დაბრკოლება ხვდებოდა. კონსტანს მესამემ ბრძანა ღირსი მამა შეეპყროთ და მას სამშობლოს ღალატში ბრალი დასდეს. საპყრობილეში ჩააგდეს, 656 წელს თრაკიაში გადაასახლეს, შემდეგ კი ისევ უკან, კონსტანტინეპოლში დააბრუნეს, სადაც თავის ორ მოწაფესთან ერთად საშინლად აწამეს-სამივეს ენა ამოჭრეს, მარჟვენა ხელი მოჰკვეთეს და დასავლეთ საქართველოში(ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის) მიმართულებით გადაასახლეს. გადასახლების ადგილას ნამდვილი სასწაული აღესრულა: მოწამეებს ლაპარაკისა და წერი უნარი აღუდგათ. მაქსიმე აღმსარებელმა თავისი აღსასრული იწინასწარმეტყველა და 662 წლის 13 აგვისტოს(ძვ.სტილით) მშვიდობით მიიცვალა. მის საფლავზე ღამღამობით 3 ლამპარი ინთებოდა და მრავალი კურნება აღესრულებოდა. წმინდანის ნაწილების აღმოყვანება ცაგერში მოხდა და მისი საფლავიც ცაგერში, წმინდა მაქსიმე აღმსარებელის მონასტრის ეზოშია დასვენებული.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი