ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში პროექტები ხორციელდება
27-08-2019, 09:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ აქტიურ ფაზაშია. სოფელ ჩანადირთკარსა და გრიგოლაანთკარში მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტები მერის წარმომადგენელმა, მურთაზი ბოდაველმა დაათვალიერა.

 


დუშეთის მერიის ცნობით, სოფელ გრიგოლაანთკარში ხორციელდება დაზიანებული შიდა გზების რეაბილიტაცია და მათი მოხრეშვა-მოშანდაკება. სამუშაოებს ასრულებს შპს "არქ ბილდინგი".

 


სოფელ ჩანადირთკარში დაიწყო სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, რომლის სამუშაოებს შპს "თეგი" ახორციელებს.

 

 

ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთულის 5 სოფელში (საშაბურო, ყარსიმაანთკარი, გრიგოლაანთკარი, ჩუბინიანთკარი და მლაშე) დასრულდა მოსაცდელი-ფანჩატურების დამონტაჟების სამუშაოები, რომელიც შპს "არგი ჯგუფმა" შეასრულა.

 


მერის წარმომადგენლის თქმით, სოფლებში არსებული პრობლემების გადაწყვეტა ეტაპობრივად ხდება, მოსახლეობის მიერ დასახელებული პრიორიტეტების მიხედვით.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი