ახალქალაქის მერი იურიკ უნანიანი მერიის თანამშრომლებთან ერთად მუნიციპალიტეტის სოფლებში იმყოფებოდა და ადგილზე გაეცნო მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
ახლალქალაქის მერიის ცნობით, მერმა ბარალეთ-კოჩიოს გზაზე მოასფალტების სამუშაოები დაათვალიერა, ასევე გაეცნო კოჩიო-ალათუმანის გზაზე ასფალტის დაგების მე-2 ეტაპს.
როგორც მერია იტყობინება, სამუშაოები უკვე დასრულებულია და პროექტით გათვალისწინებული იყო 1000 მ. გზის მოასფალტება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი იყო 583,400 ლარი. სამუშაოები შპს „ჯავახავტოგზა“-მ შეასრულა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენენლები ასევე იმყოფებოდნენ სოფელ ბარალეთში, სადაც საჯარო სკოლის სახურავის შეცვლა და სველი წერტილების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.