ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურში საჯარო სკოლის აღდგენა მიმდინარეობს
27-08-2019, 10:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი და საკრებულოს წევრები სოფელ ჩამდურში იმყოფებოდნენ, სადაც ჩამდურის საჯარო სკოლის აღდგენით სამუშაოებს გაეცნენ.

 


საკრებულოს პრესსამსახურის ცნობით, ჩამდურის საჯარო სკოლის რემონტისთვის 175 800 ლარია გამოყოფილი და შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოების გარდა, სკოლაში შენდება ახალი სანიტარული კვანძები, რომელიც ადაპტირდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

 


მშენებლობა ა/წ 5 აგვისტოს დაიწყო და ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე უნდა დასრულდეს.

 

 

ახალქალაქის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტს ყოველთვის ჰქონდა სკოლების გარემონტების პრობლემა. ამასთან, ადგილობრივ ხელისუფლებას არ გააჩნდა უფლებამოსილება განეხორციელებინა რაიმე სახის სარემონტო სამუშაოები სკოლებში. 2019 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს პირველად მიეცათ უფლება ჩაეტარებინათ სკოლების სარემონტო სამუშაოები, რისთვისაც გამოიყო 1 370 000 ლარი (მთავრობის 08/02/2019 N 207 განკარგულება).

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი