პრემიერი: მინდა გულდაწყვეტით აღვნიშნო, რომ ჩვენ ვხედავთ პასიურობას ბიზნესმენების მხრიდან
19-08-2015, 08:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"მინდა, გულდაწყვეტით აღვნიშნო, რომ ჩვენ ვხედავთ პასიურობას ბიზნესმენების მხრიდან, მაშინ, როდესაც ასეთი პირობები გვაქვს შექმნილი", - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქედაში გააკეთა, სადაც კომპანია "კახური ტრადიციული მეღვინეობის" თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი "აგრო ქედის" საწარმოს გახსნას დაესწრო.


"მინდა, გულდაწყვეტით აღვნიშნო, რომ ჩვენ ვხედავთ პასიურობას ბიზნესმენების მხრიდან, მაშინ, როდესაც ასეთი პირობები გვაქვს შექმნილი. საქართველოში დღეს ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია, გვაქვს თავისუფალი მედია, სასამართლო და ყველა პირობა იმისთვის, რომ ქართველმა მეწარმემ აწარმოოს ბიზნესი. ჩვენი მიზანია, ვაწარმოოთ ქართული პროდუქცია და ამით კონკურენცია გავუწიოთ უცხოეთიდან შემოტანილ დაბალხარისხიან პროდუქციას. იმპორტის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი ადგილობრივი წარმოების განვითარებას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას. მთავრობა მზად არის, გვერდით დაუდგეს ბიზნესმენებს, რომლებსაც მეტი გაბედულება სჭირდებათ", - განაცხადა პრემიერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი