ბრაზილიის მთავრობამ „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების მიერ ამაზონის ტყეების ხანძრის ჩასაქრობად შეთავაზებულ 22 მილიონ დოლარზე უარი განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ბრაზილიის კოლონიასავით მოპყრობაში დაადანაშაულა.
ბრაზილიის თავდაცვის მინისტრმა, „დიდი შვიდეულის“ მიერ შეთავაზებულ დახმარებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ამაზონში გაჩენილი ხანძარი უკონტროლო არ არის.
აღნიშნულ საკითხზე განცხადება ასევე ბრაზილიის პრეზიდენტის შტაბის უფროსმა, ონიქს ლორენზონმაც გააკეთა. როგორც მან „Globo News“ -ს განუცხადა, ამაზონის დახმარებისთვის შემოთავაზებული თანხის გამოყენება, შესაძლოა, ევროპაში ტყეების გაშენებისთვის სჯობდეს.
ის ასევე პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ტრაგედიას შეეხო და განაცხადა, რომ მაკრონს პროგნოზირებადი ხანძრის თავიდან აცილებაც კი არ შეუძლია.
„მაკრონმა პროგნოზირებადი ხანძრის თავიდან აცილებაც ვერ შეძლო ტაძარში, რომელიც მსოფლიოს მემკვიდრეობაა და მას უნდა ჩვენს ქვეყანას გაკვეთილი ასწავლოს?!“- განაცხადა ლორენზონმა.
მისი თქმით, ბრაზილიას ვერც ერთი ერი ასწავლის იმას, თუ როგორ დაიცვას მშობლიური ტყეები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.