საქართველოს მიერ კონტროლირებად საჰაერო სივრცეში რუსული ვერტმფრენი გამოჩნდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, სამხედრო ვერტმფრენმა ოკუპირებული ცხინვალიდან საოკუპაციო ზოლი გადმოკვეთა და გორის რაიონის სოფლების გავლით ახალგორის მიმართულებით გაფრინდა.
გორის რაიონის სოფლების, ბუბუტიანთკარის და მერეთის მოსახლეობის ინფორმაციით, რუსულმა ვერტმფრენმა ცხინვალის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოკვეთა საოკუპაციო ზოლი და ახალგორის მიმართულებით გაფრინდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე შსს-ში მოკვლევა უკვე დაწყებულია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.