ხელისუფლების წარმომადგენლები ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ
27-08-2019, 14:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების  ურბნისის, რუისისა და ბებნისის  მოსახლეობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი და შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი შეხვდნენ.  შეხვედრებზე ადგილობრივების საჭიროებებზე და სოფლებში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურული, ჯანდაცვის, განათლების, სოციალური დაცვისა და სოფლის მეურნეობის პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე.

 

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას სამინისტროს მიერ სოფლისა და სოფლის განვითარების ხელშეწყობის კუთხით შემუშავებული  პროექტების  შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

 

 

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამასთან, მოსახლეობასთან მსგავსი ფორმატის შეხვედრები საშუალებას მისცემს ხელისუფლებას, მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას მაქსიმალურად მოხდეს ადგილობრივების საჭიროებების გათვალისწინება.

 

 

მოსახლეობასთან შეხვედრებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი, პარლამენტის წევრები ენძელა მაჭავარიანი და შოთა ხაბარელი, ქარელის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი თორთლაძე  და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მოსახლეობის მიერ დასმულ ყველა შეკითხვას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამომწურავად უპასუხეს.

 

 

მთავრობის, საკანონმდებლო და თვითმმართველი ორგანოების წარმომადგენლების მოსახლეობასთან შეხვედრები შიდა ქართლის რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებში გაგრძელდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი