სამაუწყებლო კომპანია „ტვ პირველის“ მფლობელი ვატო წერეთელი სოციალურ ქსელში თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩანიშნულ პროცესს გამოეხმაურა , სადაც ავთანდილ წერეთლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელონ. წერეთელმა განცხადებაში აღნიშნა, რომ დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდება.
„სამ საათზე იწყება სასამართლო პროცესის ახალი სერია. პროცესის რომელსაც არც მომჩივანი ჰყავს და არც დაზარალებული. პროცესის რომლის მიზანია, ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის, მძევლად აყვანა და მისი თავისუფლებით ჩემთან ვაჭრობა.
P.S. დღეს 17:00, შეხვედრა გაიმართება ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.
არ გამოვა!!!
ტვ პირველი არ იყიდება!!!
თავისუფლება არ იცვლება!!! “ – წერს ვატო წერეთელი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.