ნაძალადევის რაიონში, ზაქარაიას III შესახვევში გზა კაპიტალურად შეკეთდა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო სანიაღვრე ქსელი, ბორდიური და 1 209 კვ.მ ფართობზე ბეტონის საფარი დაიგო.
ნაძალადევის რაიონის გამგეობის მიერ გზის რეაბილიტაციის დაწყებამდე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მოძველებული მიწისქვეშა კომუნიკაციები ახლით შეცვალა.
რეაბილიტირებული შესახვევი ნაძალდევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ დაათვალიერა.
„ზაქარაიას III შესახვევში, რაიონის მასშტაბით ყველაზე რთული მდგომარეობა იყო. ძველი, დაზიანებული ქვაფენილის საფარზე მოსახლეობას გადაადგილება ძალიან უჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული შესახვევის ქანობის და სივიწროვის გამო სამუშაოების შესრულება გართულდა, პროექტი წარმატებით დასრულდა და საგზაო ინფრასტრუქტურა მთლიანად მოვაწესრიგეთ“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
აღნიშნული გზის კაპიტალური შეკეთებისთვის გამგეობამ ბიუჯეტიდან 91 000 ლარი გამოყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.