სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა ადიგენის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების პროცესი დაათვალიერა
27-08-2019, 18:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა ადიგენის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების პროცესი ადგილობრივი თვითმმართველობის, სამხარეო ადმინისტრაციისა და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე დაათვალიერა.

 

 

ადიგენის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოები. სოფლების მოხე-ციხისუბანი-ნამინაურის შიდა საავტომობილო გზის 3.1 კმ-იან მონაკვეთზე ასფალტის საფარი ეწყობა, სანიაღვრე არხებითა და მილ-ხიდებით. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 400 000 ლარით ფინანსდება. კეთილმოწყობილი გზით აღნიშნული და მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლები ისარგებლებენ.

 

 

ხელმძღვანელმა პირებმა ადგილზე მოინახულეს დაბა ადიგენში, სსიპ საგანგებო სიტუაციების, კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის, ადიგენის სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობის მშენებლობა, რომლის ღირებულება 246 799 ლარია, გაეცნენ სოფელ მლაშეს ამბულატორიის მშენებლობის პროცესს, რომელიც 82 112 ლარით ფინანსდება.

 

 

აგრეთვე დაათვალიერეს დიდი ზანავის საჯარო სკოლაში სველი წერტილების მშენებლობა. პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საპირფარეშოების მოწყობას, რომელიც ადაპტირებული იქნება შშმ პირებზე. პროექტის განხორციელებისათვის, ბიუჯეტიდან 91 000 ლარია გამოყოფილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი