დღეს, მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი შეხვედრა გამართა.
თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე „ბორჯღალოსნები“ სამხრეთ აფრიკულ „საუზერნ კინგსს“ ეთამაშნენ და ანგარიშით 24:20 გაიმარჯვეს.
პირველი ტაიმი სტუმრების უპირატესობით წარიმართა და სამხრეთ აფრიკელებმა თამაში 12-ქულიანი სხვაობით დაასრულეს - 5:17.
მეორე ტაიმში, მატჩის 50-ე წუთზე, „საუზერნ კინგსმა“ სხვაობა კიდევ სამი ქულით გაზარდა, 67 წუთზე კი „ბორჯღალოსნებმა“ ლელო დადეს და ანგარიში 10-20 გახდა.
დაძაბულობამ მოედანზე კულმინაციას 74-ე წუთზე მიაღწია, როდესაც ქართველმა მორაგბეებმა სამხრეთ აფრიკელთა ჩათვლის მოედანთან მეტოქეს ჯარიმა მიაღებინეს, მსაჯმა ტექნიკული ლელო ჩათვალა და ანგარიში 17-20 გახდა.
ქართველმა მორაგბეებმა 77-ე წუთზე კიდევ ერთი ლელო დადეს, გარდასახვის ზუსტად შესრულების შემდეგ კი საბოლოო ანგარიში 24-20 გახდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.