სერგეი ლავროვი არ გამორიცხავს, რომ ვლადიმერ პუტინი ნიუ იორკში ბარაქ ობამას შეხვდეს
19-08-2015, 10:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი არ გამორიცხავს, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩასული ვლადიმერ პუტინი ბარაქ ობამას შეხვდეს. ლავროვი „შესაბამის სიგნალს“ ამერიკული მხარისაგან ელოდება.


„ჩვენი ამერიკელი კოლეგები გვიგზავნიან სიგნალებს, რომ მათ კონტაქტების გაგრძელების სურვილი აქვთ. თუ ასეთი წინადადება იქნება, ვფიქრობ, ჩვენი პრეზიდენტი მას კონსტრუქციულად განიხილავს“, – განუცხადა ლავროვმა ჟურნალისტებს სევასტოპოლში ყოფნის დროს.


მიმდინარე წლის სექტემბერში რუსეთის პრეზიდენტი ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობას გეგმავს. მანამდე პოუტინი გენასამბლეაზე სიტყვით სამჯერ გამოვიდა, ხოლო ერთხელ გაეროს ტრიბუნიდან სიტყვა რუსეთის პრეზიდენტის რანგში დიმიტრი მედვედევმა წარმოთქვა.


მანამდე რუსულ სააგენტო „რბკ“-ს წყარომ შეატყობინა, რომ პუტინის და ობამას შეხვედრის მზადება მართლაც მიმდინარეობს და ეს საკითხი სოჭში მაისში გამართულ ჯონ ქერისა და სერგეი ლავროვის შეხვედრაზე განიხილებოდა.


ამასთანავე, ამავე სააგენტოს წყარომ რუსეთში ამერიკის საელჩოს აცნობა, რომ დიპლომატიური კორპუსი ამ შეხვედრის ვარიანტს ძალზე სკეპტიკურად აფასებს და ის პუტინი-ობამას შეხვედრის „ძალზე მცირე შესაძლებლობას“ ხედავს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი