ცაგერის მუნიციპალიტეტში, ხვამლის ტურისტულ ინფრასტრუქტურასთან მისასვლელი 14 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ხვამლის ისტორიულ მთასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ტურისტული თვალსაზრისით და ასევე მომლოცველებისთვის, რომლებიც აღნიშნული გზით სამონასტრო კომპლექსამდე მიდიან.
არსებული გზა ძლიერ დაზიანებული და დაორმოებული იყო, რის გამოც გადაადგილება განსაკუთრებით რთულდებოდა უამინდობის დროს.
პროექტის ფარგლებში დაიგება ცემენტ-ბეტონის გზა; რეაბილიტირდება არსებული ხიდი და ხელოვნური ნაგებობები; მოხდება გზის სავალი ნაწილის მონიშვნა; საგზაო ნიშნების, ლითონის მრუდხაზოვანი ძელებიანი ზღუდარის და ბეტონის პარაპეტების მოწყობა.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.