ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც გუგუტიანთკარში მიმდინარე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს ეხმაურებიან.
„გუგუტიანთკართან მიმდინარე მოვლენებმა ადგილზე დაძაბულობის გაზრდა გამოიწვია და ადგილობრივ მოსახლეობაზე გარკვეული ჰუმანიტარული ზეგავლენა მოახდინა.
ისევე როგორც ღობეების აღმართვის ყველა მსგავს შემთხვევაში, ახლად აღმართული სტრუქტურები იქ მცხოვრებ ადამიანებს გადაადგილების თავისუფლებას უზღუდავენ, საკუთარ ბაღებთან წვდომის შესაძლებლობას ართმევენ და სარწყავი წყლის ხელმისაწვდომობას საფრთხეს უქმნიან.
ჩვენი ვიზიტი გახლავთ ნაწილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების უწყვეტი მცდელობისა, ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრის წინ, რომელიც ეუთოსა და ევროკავშირის ხელმძღვანელობით 29 აგვისტოს ტარდება, ყურადღება გაამახვილონ ამ და სხვა მოვლენების პოტენციურ შედეგებზე.
ჩვენ ვიყავით და გავაგრძელებთ ურთიერთობას ყველა შესაბამის მხარესთან, მათი ყურადღების გამახვილებას ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე და მოვუწოდებთ მათ, რომ სრულად და პასუხისმგებლობით გამოიყენონ კომუნიკაციის არსებული მექანიზმები, არსებული და სხვა პრობლემების გადასაჭრელად“, - ნათქვამია განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.