სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვრამია, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 11 აგვისტოს 40 000 ლარის გირაო შეუფარდა, აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია - „კაცი, რომელმაც თვალები დათხარა ბავშვებს“ – „აუცილებლად გახდება პრემიერ მინისტრი“.
გვარამია აღნიშნულის შესახებ „ფეისბუქში“ წერს და აცხადებს, „ამით უზურპატორი გვეტყვის, რომ უნდა შევეჩვიოთ რუსული „ვიკროიკის“ და აქცენტის პრემიერებს“ და „დასავლეთის მიერ ოთხჯერ დაბლოკილი რუსული გავლენის აგენტი მაინც დაჯდება ქვეყნის პირველი პირის სავარძელში და ამგვარად, უზურპატორი ღიად დაიკიდებს დასავლეთს“.
„კაცი, რომელმაც თვალები დათხარა ბავშვებს;
კაცი, რომელმაც მხედრიონის შემდეგ, პირვლემა გამოიყენა ლეტალური ტყვიები სრულიად უვნებელი მიტინგის დარბევისას;
კაცი, რომელმაც დამიზნებით ესროლა ჟურნალისტებს და ოპერატორებს;
კაცი, რომელიც მისი მინისტრობის ყველა ობიექტური კრიტერიუმის მიხედვით, სულ ყველა სტატისტიკური შედეგით, იყო ყველაზე წარუმატებელი შსს მინისტრი;
და მთავარი და სამუდამო, კაცი, რომელმაც ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველმა მოახერხა შესულიყო ურბანულ პოეზიაში და ბოროტების სიმბოლო გახდა ბავშვების ლექსებშიც და ყველაზე cool ახალგაზრდა ტიპების სიმღერებშიც;
აი, ეს კაცი, აუცილებლად გახდება პრემიერ მინისტრი და ამით უზურპატორი დემონსტრატიულად, ღიად და აფიშირებულად ჩაიდენს უმძიმესი ძალადობის აქტს ყველა ჩვენგანზე, მიჯირყვნის ჩვენს აღშფოთებას და ღრმად ჩაგვიტუმბავს შინაგანი პროტესტის ხმას;
აი, ეს კაცი, აუცილებლად გახდება პრემიერ მინისტრი და ამით უზურპატორი დემონსტრატიულად, ღიად და აფიშირებულად დაგვამცირებს და გვეტყვის, რომ არაა ეს ჩვენი საქმე და საერთოდ არაფერი არაა ჩვენი საქმე ამ ქვეყანაში. და საერთოდაც, აღარასდროს აღარაფერს აღარ გადავწყვეტთ და არ იქნება ჩვენი საქმე;
აი, ეს კაცი, აუცილებლად გახდება პრემიერი და ამით უზურპატორი გვეტყვის, რომ უნდა შევეჩვიოთ რუსული „ვიკროიკის“ და აქცენტის პრემიერებს. მეტყველების აქცენტს ვინ დაეძებს, მართვაში რუსულ აქცენტებს შეგვაგუებენ და დასავლეთის მიერ ოთხჯერ დაბლოკილი რუსული გავლენის აგენტი მაინც დაჯდება ქვეყნის პირველი პირის სავარძელში. და ამგვარად უზურპატორი ღიად დაიკიდებს დასავლეთს;
აი, ეს კაცი, აუცილებლად გახდება პრემიერი და ამით უზურპატორი რუსთაველზე თვეების განმავლობაში მდგარ ახალგაზრდა, დასავლური განათლების პატრიოტებს და მათთან ერთად ჩვენს შვილებს ბოროტი ხარხარით ეტყვის, რომ მათი ადგილი ამ ქვეყანაში არ არის, აქ ისინი ვერაფერს ვერ მიაღწევენ და უნდა წავიდნენ. და რომ ეს არ არის წარმატებული ხალხის ქვეყანა და უნდა დარჩნენ მხოლოდ ლუზერები და პენსიონერები;
აი, ეს ყველაფერი აუცილებლად მოხდება და ან ძალა და თავმოყვარეობა გვეყოფა და უზურპატორისთვის ამ აქტს თვითმკვლელობად ვაქცევთ, ან გავიჟიმებით და უზურპატორი ამ აქტით ჩვენს ეროვნულ თავმოყვარეობას და სახელმწიფოებრიობას გილიოტინაზე შეაგდებს.
აი, ეს ყველაფერი აუცილებლად მოხდება და ვნახოთ, ამ ყველაფრის მერე რა, როდის და როგორ მოხდება.
ვნახოთ, ერი ვართ თუ ბრბო“, წერს ნიკა გვარამია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.