ილია მეორე: „კიდევ ერთხელ მოგმართავთ ყველას, ვიყოთ ერთად, ვაკეთოთ ერთი საქმე“
28-08-2019, 13:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უფალმა საქართველოს დააკისრა მძიმე ჯვარი, რომელიც ქართველმა ხალხმა უნდა აიტანოს გოლგოთაზე, უნდა გვახსოვდეს, რომ გოლგოთით არ მთავრდება ჩვენი ჯვარის ტარება, გოლგოთას მოსდევს ჯვარცმა, მაგრამ ჯვარცმას მოსდევს აღდგომა, – განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, ილია მეორემ სიონის ტაძარში ქადაგებისას.

 

 

პატრიარქმა საქართველოს მოქალაქეებს მარიამობის დღესასწაული მიულოცა.

 

 

„თქვენო აღმატებულებავ ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ქალბატონებო და ბატონებო, ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, – მარიამობას.

 


მე ბევრჯერ მიფიქრია, ღვთისაგან დაჯილდოებული ვართ, ზედმეტი ჯილდო მოგვცა ღმერთმა თუ პირიქით, – გვაკლია რამე; ალბათ, ორივეა.

 


გიხაროდენ საქართველო, წილხვედრო ღვთისმშობლისაო. წლევანდელი წელი განსაკუთრებულია. ქართველმა ადამიანმა გაითავისა, რომ ჩვენ ვართ წილხვედრი ღვთისმშობლისა. როცა ჩვენ ვფიქრობთ ამის შესახებ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რა პასუხისმგებლობა გვაკისრია, რა უნდა ვაკეთოთ, როგორ უნდა ვაკეთოთ, ან როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ერთმანეთთან.

 


საქართველოს დააკისრა უფალმა მძიმე ჯვარი, მაგრამ ამავე დროს ღმერთმა მოგვცა ჩვენ ძალა, რომ ეს მძიმე ჯვარი ვატაროთ. უნდა ვატაროთ ყველამ ერთად, ძალა უნდა მოვიკრიბოთ და ჩვენი ჯვარი გოლგოთაზე ერთად უნდა ავიტანოთ. ნუ ვიფიქრებთ იმაზე, რომ ჩვენ ვჯობივართ სხვას, ვისმეზე მეტი ვართ. ჩვენ ვართ ის, რაცა ვართ და ჩვენ ვმადლობთ ღმერთს ამ დიდი წყალობისათვის.

 


მე კიდევ ერთხელ მოგმართავთ ყველას: ვიყოთ ერთად, ვაკეთოთ ერთი საქმე. თავის დროზე ილია ჭავჭავაძემ თქვა: ,,მამული, ენა სარწმუნოება”. ჩვენ დავუმატეთ ამას, – ღმერთი, სამშობლო და ადამიანი. დიდება და მადლობა უფალს, რომ ღმერთმა მოგვცა ის გრძნობა, ის შეგრძნება, რომ პირველია ღმერთი, მეორეა სამშობლო და მესამეა ადამიანი.

 


ქართველ ადამიანს შეგნებული აქვს, რომ დაკისრებული მძიმე ჯვარი ჩვენმა ხალხმა უნდა აიტანოს გოლგოთაზე. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ გოლგოთით არ მთავრდება ჩვენი ჯვარის მტვირთველობა. გოლგოთას მოსდევს ჯვარცმა, მაგრამ ჯვარცმას მოსდევს აღდგომა.

 


როცა მოხდა ამაღლება უფლისა, მოციქულები როცა იკრიბებოდნენ ერთად და ჰქონდათ სერობა, ისინი ტოვებდნენ ერთ ცარიელ ადგილს და დარწმუნებულნი იყვნენ, რომ იმ ცარიელ ადგილზე ბრძანდებოდა უფალი იესო ქრისტე. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების შემდეგ მოციქულები ტოვებდნენ უკვე ორ ადგილს და დარწმუნებულები იყვნენ, რომ ერთზე ბრძანდებოდა მაცხოვარი და მეორეზე, – ღვთისმშობელი დედა.

 


ტროპარი, რომელიც დაიწერა მარიამობისთვის, იწყება შემდეგი სიტყვებით: ,,შობასა შინა ქალწულება დაიმარხე”. მხატვრები, ხატმწერები ფიქრობდნენ, როგორ გამოესახათ ქალწულება ღვთისმშობლისა და ქრისტესშობის ხატი დაწერეს ასე: მაცხოვარი წევს, წინ კი არ უწევს ღვთისმშობელს, არამედ უკან. ღვთისშობელი გადმობრუნებულია, არ უყურებს მაცხოვარს. ეს ნიშნავს, რომ ღვთისმშობელმა შობასა შინა ქალწულება დაიმარხა.

 


შეგეწიოთ ღვთისმშობლის მადლი და წყალობა.

 


დღეს ჩვენ ვაჯილდოებთ დეკანოზ იოანე ოჩიგავას გამშვენებული ჯვრით. აქსიოს!

 


ღმერთი ჩვენთანაა, გიხაროდეთ“, – განაცხადა ილია მეორემ.

  

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი