კომპანია Facebook-მა 10 წლის განმავლობაში პირველად სლოგანი შეცვალა. ამის შესახებ Buisines Insider-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, სოციალური ქსელის საწყის გვერდზე არსებული სლოგანი „ეს უფასოა და ყოველთვის უფასო იქნება“ შეცვალა სიტყვებმა „ეს სწრაფი და მარტივია“.
გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ სლოგანი 7 აგვისტოს შეიცვალა, თუმცა მომხმარებლებმა გვიან შეამჩნიეს.
სლოგანის ცვლილებამ გააჩინა ეჭვები იმის შესახებ, რომ შესაძლოა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელით სარგებლობა ფასიანი გახდეს.
Buisiness Insider-მა კომენტარისთვის Facebook-ის ხელმძღვანელობას მიმართა, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღია.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ცვლილება შესაძლოა ევროპარლამენტის დირექტივას უკავშირდებოდეს, რომლის მიხედვითაც ინფორმაციის გაცვლა გადახდის ფორმად ითვლება. Facebook-ის „ვალუტა“ კი ყოველთვის მისი მომხმარებლების პერსონალური მონაცემები იყო.
Facebook-ი 2003 წელს შეიქმნა. 2018 წლის მონაცემებით, სოციალურ ქსელს ყოველთვიურად 2.3 მილიარდი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.
წყარო: imedinews.ge
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.