ევროკავშირის მეცნიერების ორგანიზაციის- Euraxess -ის დირექტორი: „კეთილი იყოს თქვენი ამბიციური იდეებით შემოსვლა ჩვენს ამბიციურ ორგანიზაციაში”
29-08-2019, 12:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბრიუსელში, ევროპული კომისიის კვლევებისა და ინოვაციების გენერალურ  დირექტორატში, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია, ფონდის სამეცნიერო დეპარტამენტის უფროსი, Euraxess-Georgia-ს კოორდინატორი ქეთევან გაბიტაშვილი შეხვდნენ ევროპული კომისიის აკადემიური კვლევების, ინოვაციებისა და კვლევითი ორგანიზაციების განყოფილების დირექტორ  აპოსტოლია კარამალის და  EURAXESS Services Network-ის პოლიტიკის ოფიცერს, მიჰაელა-ელენა კოსტაჩის.

 

 

„კეთილი იყოს თქვენი ამბიციური იდეებით შემოსვლა ჩვენს ამბიციურ ორგანიზაციაში”-განაცხადა Euraxess -ის დირექტორმა  შეხვედრაზე, რომელზეც  განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების  ინოვაციებისა და მეცნიერების ორგანიზაცია  EURAXESS-ს შორის მომავალი ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები, მიმდინარე სამუშაოები და განვითარების პერსპექტივები, შეათანხმეს 24-25 სექტემბერს ბრიუსელში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის   ოფიციალურ  ვიზიტთან დაკავშირებული საკითხები, რომელზეც მოხდება მხარეთა მიერ მზაობის გამოხატვის დეკლარაციასა  (Declaration of Commitment)  და ხელშეკრულებაზე საზეიმო  ხელმოწერა.

 

 

EURAXESS-ში გაწევრიანების ყველა პროცედურა დასრულებულია.

 

 

ზვიად გაბისონიამ უცხოელ კოლეგებს  მეცნიერების განვითარების გეგმა და პრიორიტეტები წარუდგინა, აღნიშნა, რომ  საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების  სახელმწიფოთაშორის  ორგანიზაცია  EURAXESS -ში   მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროპის სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციისკენ, რის  შედეგადაც ქართული  მეცნიერებისთვის ახალი შესაძლებლობები  იხსნება.     შეხვედრაზე ევროპული კომისიის აკადემიური კვლევების, ინოვაციებისა და კვლევითი ორგანიზაციების განყოფილების დირექტორმა   აპოსტოლია კარამალიმ განაცხადა:   კეთილი იყოს თქვენი ამბიციური იდეებით შემოსვლა ჩვენს ამბიციურ ორგანიზაციაში,  ძალიან კარგ დროს შემოდიხართ, “Horizon Europe”-ის პოლიტიკის შემუშავებაში თქვენნაირი ამბიციური იდეების მქონე ხალხი გვჭირდება!“

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი