პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრი, ირმა ნადირაშვილი საქართველოს პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულ რამაზ დევაძის შეწყალების ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მსგავსი გადაწყვეტილება სახელმწიფოსთვის საფრთხეს წარმოადგენს, რადგან საქმე ეხება პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალებას.
„ევროპული საქართველოს“ წევრები მიიჩნევენ, რომ დევაძის გათავისუფლება კრიმინალურ ავტორიტეტებს უკავშირდება, რომლებიც მას მფარველობენ, კონკრეტულად კი ლავას ოღლის.
„სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის არის უპასუხისმგებლო ადამიანი, როდესაც პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულმა ოთხი წელი გაატარა 12 წლის ნაცვლად და პრეზიდენტმა გადაწყვიტა მისი შეწყალება. ასეთი საკითხები არყევს სახელმწიფოს ფუნდამენტს, ასეთი გადაწყვეტილებების გამო პოლიციელები ვერ იგრძნობენ თავს უსაფრთხოდ და შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეები ვერ იგრძნობენ თავს უსაფრთხოდ, რადგან პოლიციის ვალია საქართველოს მოქალაქეების დაცვა. იმისთვის, რომ უფრო კარგად იყოს კონტრასტი წარმოჩენილი, მინდა, შეგახსენოთ, რომ ამ ფონზე ციხეში ზის მამალაძე, რომლის დანაშაულზეც არის ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი, ჩაიდინა თუ არა მან ეს დანაშაული და ეს საქმე არის ძალიან ბუნდოვანი. ციხეში ზის ბატონი ნაკანი, რომელიც არის სპეცრაზმის უფროსი, ადამიანი რომელიც არაერთი სახელმწიფო ჯილდოს მფლობელია, რომელიც საკუთარი მკერდით იცავდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, უდო ეხება და უარს ეუბნებიან. ამ გადაწყვეტილებით პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის არის უსინდისო, უპასუხისმგებლო და არ არის ჩვეულებრივი მოქალაქეების პრეზიდენტი, ის არის ქურდების პრეზიდენტი, რადგან შეწყალებული სწორედ ბატონი ლავას ოღლის, ე.წ. ავტორიტეტის გუნდის წევრია. ის არის ლავას ოღლის დაჯგუფების წევრი, კრიმინალური ავტორიტეტის, რომელიც აგვარებს შავ საქმეებს ბათუმში და ეხმარება არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“. როდესაც შენ იყენებ კრიმინალურ სამყაროს არჩევნებზე, ცხადია, ვალში ხარ მასთან და სწორედ ამ ვალის გადახდად შეგვიძლია, შევაფასოთ დევაძის შეწყალება“, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.