ამერიკელი სენატორები რუსეთის დიდ შვიდიანში დაბრუნების წინააღმდეგ გამოდიან.
სენატორების საჯარო წერილში, რომლითაც დონალდ ტრამპს მიმართეს, წერია, რომ "დიდი შვიდიანის" დანიშნულება არის „დემოკრატიული ქვეყნების ეკონომიკური განვითარება საერთაშორისო კანონმდებლობისა და საერთო ღირებულებების დაცვით“, ხოლო რუსეთი არ წარმოადგენს არც დემოკრატიულ ინსტიტუციებს და არც ეკონომიკურ ძალას, რომელიც უნდა შეუერთდეს ჯგუფს“.
"პრეზიდენტი პუტინი არანაირ გარემოებებში არ შეიძლება დავუშვათ „დიდ შვიდეულში“, სანამ რუსეთის მთავრობა არ გადადგამს ცალსახა ნაბიჯებს, რომელიც დაადასტურებს მის მზადყოფნას საერთაშორისო არენაზე პასუხისმგებლობის მქონე მოთამაშე იყოს" - განაცხადეს სენატორებმა.
წერილში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთი დიდი რვიანიდან 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიის გამო გარიცხეს და რუსეთის ხელისუფლების ეს ქმედება იყო უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო შეთანხმებების უხეში დარღვევა, ამიტომ რუსეთის მთავრობა არ იმსახურებს ნდობას, რათა ის წარმოდგენილი იყოს ლიდერად მსოფლიო ასპარეზზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.