სალომე ზურაბიშვილი: „რუსეთი ყოველდღიური პროვოკაციებით ცდილობს ჩვენ დამორჩილებას, ის ჩვენს ნერვებზე თამაშობს“
29-08-2019, 15:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, „მედეფის“ (MEDEF) საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოვიდა, სადაც განაცხადა, რომ რუსეთი ყოველდღიური პროვოკაციებით ცდილობს საქართველოს დამორჩილებას.

 

 

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ევროპაში დაბრუნების სურვილი ვერაფერმა შეცვალა. 

 

 

„რუსეთის ეკონომიკური სანქციები მიზნად ისახავდა ჩვენ მიერ არჩეული გზის შეცვლას, მაგრამ სანქციებმა არ გაამართლა. 2008 წლის ომი იყო რუსეთის მიერ ჩვენი სტრატეგიული, პროდასავლური ორიენტაციის შეცვლის მცდელობა. ვხედავთ, ეს მცდელობა წარუმატებელია. რუსეთი ყოველდღიური პროვოკაციებით ცდილობს ჩვენს დამორჩილებას, ის ჩვენს ნერვებზე თამაშობს და ცდილობს, მოგვაქციოს ისეთ საზღვრებში, რომელიც დაგვაკარგვინებს ჩვენს სამ მონაპოვარს: სტაბილურობას, დემოკრატიას და ევროპულ გზას. თუმცა, ის ამას ვერ მიაღწევს. ჩვენი მიზანდასახულობა ძლიერია. ჩვენი ევროპული მისწრაფება ჩვენივე ფესვებით აიხსნება. ჩვენ ევროპელობა სისხლში გვაქვს გამჯდარი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

მან განაცხადა, რომ საქართველო იდენტობით ევროპულია.

 

 

„ეს ევროპული მისწრაფება არ არის ახალი, ეს არის ჩვენი გააზრებული და ცალსახად ნათელი ამოცანა. საქართველო თავისი არსებობის დღიდან მისი იდენტობით ევროპულია – ეს არის კოლხეთი, სადაც იასონი და არგონავტები ოქროს საწმისს ეძებდნენ, ეს ჩანს ბერძნულ მითოლოგიაში. მეოთხე საუკუნიდან მოყოლებული, ეს არის ქრისტიანული ქვეყანა, რომელიც თავს მიიჩნევდა, როგორც ხიდს დასავლეთთან. ის გახლავთ ღვინის ცივილიზაციის აკვანი. ჩვენ გამოვედით პოსტსაბჭოთა სისტემიდან და არ დავუშვებ, რომ ვინმემ ან რამემ უკან დაგვაბრუნოს“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი