თეთრი სახლის ადმინისტრაცია: ვლადიმერ პუტინსა და ბარაქ ობამას შორის უახლოეს მომავალში პირისპირ შეხვედრა არ იგეგმება
20-08-2015, 01:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს,  ვლადიმერ პუტინსა და  ბარაქ ობამას შორის უახლოეს მომავალში პირისპირ შეხვედრა არ იგეგმება. ამის შესახებ თეთრ სახლში აცხადებენ.


ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ცნობით, მსგავსი შეხვედრისთვის მზადება არ მიმდინარეობს.


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი არ გამორიცხავს, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩასული ვლადიმერ პუტინი ბარაქ ობამას შეხვდეს. ლავროვი „შესაბამის სიგნალს“ ამერიკული მხარისაგან ელოდება.


„ჩვენი ამერიკელი კოლეგები გვიგზავნიან სიგნალებს, რომ მათ კონტაქტების გაგრძელების სურვილი აქვთ. თუ ასეთი წინადადება იქნება, ვფიქრობ, ჩვენი პრეზიდენტი მას კონსტრუქციულად განიხილავს“, – განუცხადა ლავროვმა ჟურნალისტებს სევასტოპოლში ყოფნის დროს.

 

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე დასწრებას გეგმავს. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.


"პრეზიდენტი გეგმავს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიას დაესწროს. წელს ამ ფორუმის შვიდ ათეულ წელს აღვნიშნავთ, რომელიც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების შემდეგ შეიქმნა", -აღნიშნა ლავროვმა.


ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტის რანგში უკანასკნელად ამერიკის შეერთებულ შტატებში 2007 წელს იმყოფებოდა. 2012 წლის შემდეგ, როდესაც ის კიდევ ერთხელ გახდა რუსეთის პრეზიდენტი, არც ერთხელ არ ყოფილა შეერთებულ შტატებში.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი