ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში ამბულატორიის რეაბილიტაცია, ხოლო საჯიჯაოს N1 და N2 საჯარო სკოლებში სველი წერტილების მშენებლობა მიმდინარეობს.
ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია გაეცნო.
ხობის მერიის ცნობით, ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე იქნება ადაპტირებული.
სველი წერტილების მოწყობაზე 71875, ხოლო ამბულატორიის რეაბილიტაციაზე 31264 ლარამდე დაიხარჯება.
სამუშაოზე დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.