ელისო კილაძემ განაცხადა, რომ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ვანო ჩხარტიშვილის და ლაშა ნაცვლიშვილის კონსულტაციები შედგა
29-08-2019, 21:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჟურნალისტი ელისო კილაძე აცხადებს, რომ დღეს შედგა ვანო ჩხარტიშვილის და ლაშა ნაცვლიშვილის კონსულტაციები სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით და თუკი ივანიშვილი მათ სქემას გაიზიარებს, კვირას უმრავლესობის სხდომა გაიმართება და სამთავრობო ცვლილებები გარდაუვალი იქნება.

 


„დღეს შედგა ვანო ჩხარტიშვილის და ლაშა ნაცვლიშვილის კონსულტაციები სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით:

 


ვანო ჩხარტიშვილი ითხოვს სოფლის მეურნეობის მინისტრის პორტფელს (ხორცის, სპირტის და ხორბლის მონოპოლიას ბიზნესში).

 


ლაშა ნაცვლიშვილი ლობირებს შს მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილს, არგუმენტად მოყავს რეიტინგები, რომელიც ყალბია!

 


ნაცვლიშვილის გათვლით, ირაკლი ღარიბაშვილის შს მინისტრობა ნიშნავს გიორგი გახარიას უარს პრემიერ მინისტრობაზე.

 


იგი უსაფრთხოების საბჭოს მდივნად დარჩება! (გახარია ოპოზიციაზე მეტად ქოცებს უშლის ნერვებს).

 


პრემიერ მინისტრის კანდიდატურად, ივანიშვილს მაია ცქიტიშვილს სთავაზობენ, მის ადგილას ჩხარტიშვილი ასევე საკუთარ კანდიდატურას ნიშნავს (მოადგილესთან დალაგებული აქვს ფულის კეთების სქემა).

 


თუ ივანიშვილი ამ სქემას გაიზიარებს, კვირას უნდა გაიმართოს უმრავლესობის სხდომა, ხვალ დაავალებენ არჩილ თალაკვაძეს და გიორგი ვოლსკის რომ უმრავლესობის სხდომაზე დეპუტატებმა ხმა არ ამოიღონ, თორემ დედას უტირებენ ყველას (ვციტირებ).

 


p.s.ქვეყანას მართავს კრიმინალი ჩხარტიშვილი ნარკომან ნაცვლიშვილთან ერთად. ღარიბაშვილის დაბრუნება ნიშნავს ინტრიგებს და დიდ შიდა ომს ოცნებაში, ჩემთვის მეორე სუნთქვას (ბოლო დროს ცოტა მოვეშვი)“, წერს კილაძე სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი