ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეინდარში 2011 წლის 28 აგვისტოს ავღანეთში სამხედრო-სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული რეზო ბერიძის (დინჯი) სახელობის ქუჩა გაიხსნა.
რეზო ბერიძე დაიბადა 1977 წლის 16 ოქტომბერს, ქედის რაიონის სოფ. ახოში. 1984 წელს სწავლა დაიწყო ამავე სოფლის საშუალო სკოლაში. 1989 წელს მისი ოჯახი საცხოვრებლად გადმოვიდა ვანის რაიონის სოფ ზეინდარში. 1994 წელს დაამთავრა სოფ. ზეინდრის საშუალო სკოლის სრული კურსი. 1995-97 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-სავალდებულო სამსახურში.
სამხედრო-სავალდებულო სამსახურის დამთავრების შემდეგ, 2001 წელს სამხედრო საქმიანობა გააგრძელა საქართველოს შეიარაღებული ძალების „საკონტრაქტო სამსახურში“. სამხედრო წოდებით კაპრალი.
2003 წელს დაჯილდოებულია საპატიო სიგელით „საქართველოს შეიარაღებული ძალების წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის სასწავლო ეტაპის“ წარმატებით დასრულებისათვის.
მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს ომში.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით იგი დაჯილდოებულია „ღირსების ორდენით“.
სოფელ ზეინდრის უბნისთვის, სადაც ის ცხოვრობდა, მისი სახელის მინიჭებით, მომავალი თაობისათვის უკვდავყოფილი იქნება მისი ხსოვნა.
რეზო ბერიძეს დარჩა მეუღლე და ორი შვილი.
ინფორმაციას ვანის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.