TBILISI PIANO FEST პირველ სექტემბერს ორბელიანის მოედანზე გაიხსნება
30-08-2019, 13:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქის მერიისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისში პირველი საფორტეპიანო ფესტივალი - TBILISI PIANO FEST ჩატარდება.

 


პირველიდან 7 სექტემბრის ჩათვლით, ფესტივალს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე უმასპინძლებს. გახსნის ღონისძიება პირველ სექტემბერს, 16:00 საათზე, ორბელიანის მოედანზე, ღია ცის ქვეშ გაიმართება.

 


კონცერტზე დასწრება უფასოა და მას ცნობილი ესტონელ-ამერიკელი დირიჟორი კრისტიან იარვი წარუძღვება. სოლისტია დუდანა მაზმანიშვილი, რომელიც „ჯორჯიან სინფონიეტასთან“ ერთად, ბახის, ყანჩელისა და კრისტიან იარვის ნაწარმოებებს შეასრულებს. კონცერტში მონაწილეობას ასევე, მიიღებს ესტონელი DJ სანდერ მოელდერი. პირველ სექტემბერს, 20:00 საათზე კი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის კარი იხსნება პირველი საფესტივალო საღამოსთვის, რომლის ფარგლებშიც, ნიუ იორკელი პიანისტი ჯეფრი სუონი ქართველ მსმენელს ვაგნერის შემოქმედებას გააცნობს.

 


TBILISI PIANO FEST-ის ფარგლებში, მსმენელის წინაშე მსოფლიო მნიშვნელობის მქონე პიანისტები წარსდგებიან. სპეციალურად ფესტივალისთვის ფორტეპიანოების ერთ-ერთმა წამყვანმა გერმანულმა მწარმოებელმა BECHSTEIN, რომლის სარეკლამო სახეც ქართველი პიანისტი დუდანა მაზმანიშვილია, საქართველოში ექვსი საკონცერტო როიალი ჩამოიტანა.

 


ფესტივალის ბილეთები biletebi.ge-სა და „ბიბლუსის“ სალაროებში იყიდება. ყოველი საფესტივალო დღის 15:00 საათზე ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში ღია მასტერ-კლასები გაიმართება, რომლებზე დასწრებაც ნებისმიერი მსურველისთვის უფასო იქნება. ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის დაწესებულია სპეციალური პრიზები.

 


ბმულები:

 

 

პრომო ვიდეო https://www.facebook.com/TbilisiPianoFest/videos/574400206297349/ 

 


ფესტივალის ფეისბუქ გვერდი https://www.facebook.com/TbilisiPianoFest/ 

 


ბილეთები https://biletebi.ge/tbilisi-piano-festival/Schedule 

 


საკონტაქტო ინფორმაცია:

 


TBILISI PIANO FEST | office@tbilisipianofest.com | 599 33 33 22

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი