მთავრობის წევრები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი, პარლამენტარი ლადო კახაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე დღეს სოფელ ქვიტირის, ზედა და ქვედა მესხეთის მოსახლეობას შეხვდნენ.
შეხვედრის ძირითადი მიზანი სოფლის მაცხოვრებელთა ჩართულობით პრიორიტეტული საკითხების გამოვლენა, პრობლემების განხილვა, მათი გადაჭრის გზების მოძებნა და გამოწვევების ერთობლივად დაძლევა გახლდათ. განიხილეს ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის, ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის, სახელმწიფო პროგრამებში ჩართვის საკითხები. მოსახლეობის მხრიდან დაისვა გზების რეაბილიტაციას, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების მოწყობის, გაზიფიცირების პრობლემები, რაზედაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა გასცეს კონკრეტული და ამომწურავი პასუხები.
აღინიშნა ისიც, რომ რამდენიმე საკითხის მოგვარება ეტაპობრივად მოხდება, დამუშავდება და სამოქმედო გეგმაში აისახება. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის გრიგოლ იოსელიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობის ჩართულობით ხდება პრობლემების იდენტიფიცირება, ამ მიმართულებით ერთობლივად მუშაობს როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლება. სოფელ ქვიტირში გზის რეაბილიტაციის პროექტი უკვე შედგენილია, ზედა და ქვედა მესხეთში მალე დაიწყება შიდა დაქსელვის სამუშაოები, ახალ წლისთვის კი ბუნებრივი აირი ყველა ოჯახს ექნება.
ადგილობრივების თქმით, მთავრობის წარმომადგენლები უშუალოდ ეცნობიან მათ პრობლემებს, დიალოგის რეჟიმში ხდება პრიორიტეტების გამოვლენა და სამოქმედო გეგმის შედგენა რაც უმნიშვნელოვანესია. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში: ქვიტირში, კეთილმოწყობილია ცენტრალური გზა, კომპაქტურად ჩასახლებული დევნილებისთვის შესრულებულია სანიაღვრე არხისა და ცხაურების მოწყობის სამუშაოები.ზედა და ქვედა მესხეთში დასრულებულია გაზიფიცირება, შეკეთებულია საბავშვო ბაღი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.