დევნილებისთვის ბინების განაწილების საკითხზე ბრიფინგი გაიმართა
30-08-2019, 14:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ ბრიფინგი გამართა.  

 

 

მისი განცხადებით, სამინისტრომ უკვე დაიწყო საინფორმაციო კამპანია  ყველა იმ ღონისძიებებთან და აქტივობებთან დაკავშირებით, რომელიც  დევნილთა  განსახლების  მიმართულიებით  ხორციელდება. ორშაბათიდან იწყება აპლიკაციების მიღება ზუგდიდის ბინებზე.  უახლოეს მომავლში  განაცხადების მიღება  თბილისისა და ქუთაისის  ბინებზეც დაიწყება.

 

 

„ბოლო დროს,  საეჭვოდ  გააქტიურდნენ  პირები,   რომელთა  წაქეზებითა და  ხელშეწყობითაც  დევნილთა  გარკვეული  ჯგუფები აქტიურად   იჭრებიან  კერძო თუ სახელმწიფო  საკუთრებაში არსებულ ფართებში და  უკანონოდ   იკავებენ.  იძულებით გადაადგილებულმა პირებმა  კარგად იციან  N320 ბრძანებაში არსებული   ჩანაწერი, რომლითაც, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებები არ განხორციელდება იმ დევნილი ოჯახების მიმართ, რომლებიც თვითნებურად იკავებენ საცხოვრებელ ფართებს. დევნილებს,   რომლებიც  თვითნებურად, უკანონოდ  იჭრებიან   სხვის კერძო საკუთრებაში,   ვაფრთხილებთ, რომ მოხდება   მათთვის  დევნილის შემწეობის შეწყვეტა   და უარს მიიღებენ  ბინით დაკმაყოფილებაზე. მინდა, კიდევ ერთხელ მოგმართოთ  დევნილ მოსახლეობას,  ნუ აჰყვებით პროვოკაციულ მოწოდებებს ამა თუ იმ  ობიექტში შეჭრასთან დაკავშირებით,  რადგან  ყოველ ასეთ  შემთხვევას, მოჰყვება  კანონით  გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.ნუ ენდობით მათაც,  ვინც  გარკვეული საფასურის  გადახდით, გპირდებათ  ბინის მიღებაში დახმარებას. გირჩევთ, ასეთი შეთავაზების შემთხვევაში,  დაუყოვნებლივ  მიმართოთ სამართალდამცავებს. მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ   ასეთი ქმედებისგან  და  დაელოდოთ კომისიის გადაწყვეტილებას, რომელიც მუშაობას  სექტემბრის  დასაწყისში დაიწყებს. ჩვენი მხრიდან გპირდებით,   რომ ბინების განაწილების პროცესი  წარიმართება სრულიად გამჭვირვალედ და სამართლიანად.”- განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი