ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ არ დააკმაყოფილა სს „ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი, რომელიც სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2019 წლის 30 მაისის #92-04 ბრძანების ბათილად ცნობას ეხებოდა, - ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
"მოგახსენებთ, რომ 2019 წლის 02 მაისს, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ დაამტკიცა (ბრძანება #77-04 ) ფოთში, საზღვაო ნავსადგურის ჩრდილოეთით ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, რომელიც ძალადაკარგულად გამოცხადდა ამავე თვის 30 მაისს, სააგენტოს #92-04 ბრძანებით, რადგან სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ წერილობით გამოხატული პოზიციის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ის მიწის ნაკვეთები, რომლებზეც დამტკიცებული იყო სამშენებლოდ გამოყენების პირობები, მოიცავდა ტერიტორიულ წყლებს და მათზე, კანონის თანახმად, ვრცელდებოდა განსაკუთრებული რეგულირების რეჟიმი.
სწორედ ამ ბრძანების ბათილად ცნობას ითხოვდა სს „ფოთის საზღვაო ნავსადგური“ ეკონომიკის სამინისტროში წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრით, რომლის დაკმაყოფილებაზეც უარი ეთქვათ.
განვმარტავთ, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობით, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წარმოადგენს მნიშვნელოვან ორგანოს, რომელსაც გააჩნია უფლებამოსილება, საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით, მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვის და მისი შემდგომი განვითარების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ან თავად მიიღოს გადაწყვეტილება. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ფოთში, საზღვაო ნავსადგურის ჩრდილოეთით ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების პერიოდისთვის გააჩნდა უარყოფითი პოზიცია, იყო მნიშვნელოვანი საფუძველი აღნიშნული „მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ “ გამოცემული ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებისთვის" , - წერია სამინისტროს განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.